ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების 99,5%-ის მონაცემები აქვს დათვლილი.
3 766 უბნიდან უკვე ცნობლია 3 747 უბნის შედეგი.
აღნიშნული შედეგის მიხედვით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,92%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - ხმათა 40,35% აქვს.
ელექტორატის ხმების 2,04% მიიღო „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“, ხოლო „ლეიბორისტულმა პარტიამ“ - 1,24%.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო სედეგები 18 ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი.

















