logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
უსუფაშვილი - სამუშაო ჯგუფი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ შექმნილა
უსუფაშვილი - სამუშაო ჯგუფი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ შექმნილა
22:27 03.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კოალიციის მიერ სამუშაო ჯგუფი  ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ შექმნილა.

როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, კოალიცია ყველა გადაწყვეტილებას ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად მიიღებს.

მისი თქმით, კოალიციის წარმომადგენლები ხვალ და ზეგ ძირითადად, არჩევნების შედეგების საბოლოო გამოკვეთით, ყველა იმ საჩივრისა და საკითხის განხილვით დაკავდებიან, რომლებიც კომისიებშია შესული. შემდეგ კი, პარლამენტის პირველი შეკრებისთვის მზადება დაიწყება.

„პირველ რიგში, კოალიციამ პარლამენტის ხელმძღვანელობა და კომიტეტები უნდა დააკომპლექტოს. შემდეგ უკვე მთავრობის საკითხები მოდის. ამ თემებზე კონსულტაციები ალბათ მომავალი კვირიდან დაიწყება“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს. ამიტომაცაა აუცილებელი იმ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შესახებაც კოალიციამ დღეს განაცხადა.

„სამუშაო ჯგუფის შექმნა იმისთვისაა აუცილებელი, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად პრეზიდენტთან, ხელისუფლებასთან და მის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვჭირდება. ეს სამუშაო ჯგუფია, ამიტომ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად კი არ შევქმენით, ეს ჯგუფი შევქმენით იმისთვის, რომ კონკრეტულ საკითხებზე კონსულტაციები იყოს - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი შედიან.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა