„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ 1 200 საარჩევნო უბანზე ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 60,74% მიიღო.
პარალელური დათვლის საბოლოო შედეგების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 34,12%-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ლიგის ცნობით, „ქართულმა ოცნებამ“ 47 მაჟორიტარი გაიყვანა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 24 მაჟორიტარული მანდატი მიიღო.
პარალელური დათვლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 94 მანდატი აქვს, „ნაცმოძრაობას“ კი - 50.
აღნიშნულ შედეგებში ორი სადავო მაჟორიტარული ოლქის შედეგები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, 4 მანდატი გარკვეული ფორმულის მიხედვით გადანაწილდება.
შემაჯამებელი შედეგები ჟურნალისტებს ლიგის თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ და პარტნიორი კომპანია „ბარსელო ენდ ქომფანის" თავმჯდომარემ ბრიუს ბარსელომ წარუდგინეს.

















