გაზეთ „ასავალ-დასავალის” მიერ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სახელების, გვარებისა და საცხოვრებელი
მისამართების გამოქვეყნებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ძალადობის წახალისების მცდელობად აფასებს.
„გლდანის საპყრობილესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ამგვარი ქმედება გაზეთის მხრიდან ძალადობის წახალისების მცდელობად შეიძლება იქნეს განხილული და ამდენად შეუთავსებელია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებთან“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ იმგვარი მასალების გამოქვეყნებისგან, რომლებიც სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობის წახალისებას ემსახურება.

















