ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს მოსახლეობას მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
როგორც ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ისტორიული მომენტია.
„ნატო საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს. ვეცდებით, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ახლა მთავარია ყველა მხარემ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რეფორმების კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ერთად მუშაობა შეძლოს.

















