საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და საქართველო-შვეიცარიის პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხო.
მხარეებმა შეხვედრაზე, ასევე, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის შენარჩუნებისა და გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
გრიგოლ ვაშაძე დღეს აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდსაც შეხვდა.

















