ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის საარჩევნო უბნების 98,81%-ის მონაცემები დაითვალა.
სულ, 3 766 უბნიდან დათვლილია 3 721 უბნის შედეგები, დარჩენილია 45 უბანი.
საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” 54,94%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი - ხმათა 40,33% აქვს.
ხმათა 2,04% მოაგროვა „ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ”, ხოლო „ლეიბორისტულმა პარტიამ - 1,24%.
დათვლილ უბნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 99%-ს შეადგენს.

















