ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სხვა დიპლომატები ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდებიან.
შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი განიხილება.
ელჩების ვიზიტთან დაკავშირებით, ცესკო-ში ჟურნალისტებთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

















