კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნება.
ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, კომისიას თავად უხელმძღვანელებს.
„ვსწავლობთ ძალიან ბევრი დარღვევის ფაქტს. სწორედ ამიტომ, შევქმნით საპარლამენტო კომისიას, რათა რაიმე გამოუძიებელი არ დარჩეს და საქართველოში არჩევნების გაყალბების თემა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, კომისია დღეიდან დაიწყებს მუშაობას.

















