კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან.
კონსულტაციები ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიმდინარეობს. მას ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური, გოგი თოფაძე, დავით საგანელიძე,
ირაკლი პეტრიაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ, თუმცა, პეტრიაშვილი და ალასანია შეხვედრიდან უკვე გამოვიდნენ და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეკრების მიზანი ზოგიერთი მნიშვნელოვანი თემის განხილვაა და საუბარი მიმდინარე საკითხებს შეეხება.
გავრცელებული ინფორმაციით კი, ბიზნესცენტრში ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მსჯელობენ. ამ საკითხზე კომენტარი გუშინ თვითონ კოალიციის ლიდერმაც გააკეთა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის დაკომპლექტებაზე ფიქრს კოალიცია ხვალიდან დაიწყებს.
ამასთან, შეხევედრაზე მივიდა კობა დავითაშვილიც, რომელმაც არანაირი წინასწარი პროგნოზი და შეფასება არ გააკეთა და დააზუსტა, რომ იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

















