ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, სატელეფონო საუბარი ივანიშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის დღეს შედგა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქეთრინ ეშტონმა კოალიციის ლიდერს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

















