„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ალასანია არჩევნებში დამარცხებას ვერ აღიარებს,
ეს მისი პრობლემა არაა.
ამის შესახებ როლანდ ახალაიას ვიდეო მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.
როგორც ახალაია აცხადებს, მისი მისამართით ირაკლი ალასანიას მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებული განცხადება ტელეეთერით მოისმინა.
„სინამდვილეში ცდებოდა. მათი მრიდან ჰქონდა ამას ადგილი, რომლის დამადასტურებელი ფაქტიც არსებობს. დააკავეს პიროვნება, რომელიც ორ პასპორტს ატარებდა და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას ცდილობდა“ – აცხადებს ახალაია.
მისი თქმით, თუ ალასანიას აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია გააჩნია, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
ახალაიას განცახდებით, ის სასამართლოს წინაშე წარსდგება და არანაირი პრობლემა არ ექნება, რადგან მიაჩნია, რომ არჩევნები სუფთად მოიგო.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ არჩევნები გამჭვირვალე და სუფთა ყოფილიყო, ეს ზუგდიდის მოსახლეობამ იცის. აქ რომ რაიმე საეჭვო ყოფილიყო მაინც გავრცელდებოდა. ალასანიამ წააგო და თუ წაგებას ვერ აღიარებს ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი“ - განაცხადა აღნიშნა ახალაიამ ვიდეო მიმართვაში.
ამასთან, ახალაიამ თავის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დიდი ფულის ტრიალისა და დაშინების მცდელობების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავიანთი ღირსება ანგარებაზე არ გაცვალეს.

















