ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი 3 766 უბნიდან 3 343 უბნის მონაცემები უკვე დაითვალა, რაც საარჩევნო უბნების 88,77%-ს შეადგენს.
ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სიით, კოალიცია „ქართული ოცნება” ხმათა 54,84%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა” მეორე ადგილზეა ხმათა 40,42%-ით.
ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” შედეგი პროპორციული სიით 2,01%-ია, „ლეიბორისტული პარტიის” კი - 1,24%.

















