რუსეთის მმართველი პოლიტიკური ძალა „ედინაია რასია“ მზადაა რუსულ-ქართული ურთიერთობების მომავალზე დიალოგისთვის
- ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მედვედევის თქმით, „ედინაია რასია“ ყოველთვის ინარჩუნებდა კონტაქტებს საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან.
როგორც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება მოსახლეობაში ცვლილებების სურვილზე მეტყველებს.
„ინფორმაცია, რასაც არჩევნების შედეგების თაობაზე საქართველოდან ვიღებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ცვლილებები უნდა“ - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, თუ ეს შედეგები რეალური გახდება - საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი იქნება.
„ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ნ უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ძალები გაჩნდებია“ - განაცხადა მედვედევმა.
საქართველო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

















