კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თამაზ თამაზაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს კონსულტაციისთვის მიმართავენ.
მისი თქმით, კონსულტაციები პოლიტიკური პატიმრების სწრაფად გათავისუფლებას შეეხება, მათ შორის კი, თამაზ თამაზაშვილის.
ივანიშვილის განცხადებით, პრეცედენტია, რომ თამაზაშვილთან საპროცესო გარიგება არ შედგა.
„იურიდიულად ეს შესაძლებელია. ძალიან კარგი იქნება, რომ რაღაც გზებით, კანონის ფარგლებში მოახერხონ და ეს ადამიანი გაათავისუფლონ“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პირადად ის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კოალიციამ ყველაფერს ღირსებით უპასუხოს.

















