logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რიჩარდ ნორლანდი - გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვება იყო
რიჩარდ ნორლანდი - გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვება იყო
16:15 02.10.2012
საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღეს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვება იყო.

აშშ-ს ელჩის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის მოხსენებას.

„ვიცით, რომ ხმების დათვლა და სააპელაციო პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მათი დასრულების მიხედვით, ეს ყველაფერი საბოლოო შეფასებაში აისახება“ - განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობას სჯერა, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გამოხატავს ხალხის ნებას.

მან ქართველ ხალხს წარმატებით ჩატარებული არჩევნები მიულოცა და აღნიშნა, რომ წარმატებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მიგვაჩნია, რომ გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვება იყო. არჩევნები ჩატარდა თანაბარი პოლიტიკური ძალის მონაწილეობით. არჩევნების შედეგებით ჩვენ ვიღებთ ახალი კონფიგურაციის პარლამენტს. ახალი კონფიგურაციით ძალთა გადანაწილებას საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აშშ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობასთან.

ნორლანდმა იმედი გამოთქვა, რომ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობა გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკას შორის ისედაც ღრმა ურთიერთობას.

„ჩვენ გვინდა მივულოცოთ პრეზიდენტ სააკაშვილს ის, რომ მისი ხელმძღვანელობით, საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ასევე, ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“ - განაცხადა მან.

რიჩარდ ნორლანდის თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს და მხარს უჭერს არჩევნებში მონაწილე ორივე ძალას, რათა მათ ითანამშრომლონ ქართველი ხალხის უკეთესი მომავლის ერთობლივი ძალით ასაშენებლად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა