ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, კიბერშეტევის გამო, ცესკო-ს ვებ გვერდზე ინფორმაციის ატვირთვა შეფერხებულია.
მისი თქმით, მიუხედავად ამის, წინა არჩევნების შედეგების ატვირთვასთან შედარებით, პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
მან არსებული შეფერხებისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების ატვირთვა გამჭვირვალე პროცესია და ყველას აქვს შესაძლებლობა ნახოს, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.
„კიბერშეტევის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი ყველას. მიუხედავად ამისა, ყველას აქვს შესაძლებლობა ხმების ატვირთვის პროცესს დაესწროს, მოვიდნენ და ნახონ თუ როგორ იტვირთება შედეგები საიტზე” - განაცხადა აზარაშვილმა.

















