საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლების გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა გამოხატა და ასევე, მადლობა
გადაუხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მთავრობისა და პრეზიდენტის კურსის მხარდამჭერებს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს და საქართველოს განვითარებას მომავალში ალტერნატივა მაინც არ ექნება და ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ბრძოლას სწორედ ამ რწმენით, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევები“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ასევე, მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის. თავად კი, როგორც პრეზიდენტი, ყველანაირად შეუწყობს ხელს ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყების პროცესს, რომლის უმრავლესობამაც ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს.

















