კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კოალიციის დამაჯერებელი გამარჯვების შეფასებას აძლევს.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მონაცემებით, ამ დროისთვის „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიით ხმების 63% აქვს და 47 მაჟორიტარობის კანდიდატი ყავს.
მისი თქმით, აღნიშნული 47-დან 5 კანდიდატის გამარჯვების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მონაცემები სრულად არ არის დათვლილი.
მისივე თქმით, პროპორციული წესით არჩევნების მაჩვენებელი 63%-დან შესაძლოა 65-66 %-მდეც გაიზარდოს.
„ოპტიმისტური პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებლი პარლამენტში დაახლოებით 97 ადგილს გვაძლევს, თუმცა, ამას შესაძლოა რამდენიმე კითხვის ნიშნიანი მაჟორიტრატი გამოაკლდეს. საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგები „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან კარგია და ეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაა“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიციას ამ გამარჯვებას ვერავინ წაართმევს, თუმცა, პარლამენტში ადგილების ზუსტი რაოდენობა დაზუსტებული შედეგების შემდეგ გაირკვევა.

















