logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ამერიკელმა სენატორებმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცეს
ამერიკელმა სენატორებმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცეს
14:01 02.10.2012
აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და სენატორებმა ჯინ შაფინმა და ჯეიმს რიშმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პირადად მიულოცეს და ამერიკა-საქართველოს მეგობრობის გაგრძელებისა და გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

როგორც „ფეისბუქზე“ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკელი სტუმრები ივანიშვილმა ბიზნესცენტრში მიიღო. სტუმრებმა მას არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

„ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის ქართული ოცნების წარმატება მიგველოცა“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.

ჯეიმს რიშმა ამერიკა-საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავდების და გაძლიერების იმედი გამოთქვა. მან გამარჯვება ქართველ ხალხსაც მიულოცა.

„გუშინ ისტორიული დღე იყო მთელი ქართველი ხალხისთვის და როგორიც უნდა იყოს შედეგები, ცვლილება უკვე სახეზეა იმ მიმართებით თუ როგორ ჩატარდა ეს ყველაფერი. ახლოდან ვაკვირდებოდით და გავოცდით მე და სენატორი შაჰინი თუ როგორ განხორციელდა ეს ცვლილება“ - განაცხადა რიშმა და დასძინა, რომ ამერიკა-საქართველო კარგი მეგობრები არიან და რომ მისი სურვილია ეს მეგობრობა შენარჩუნდეს.


თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორებს არჩევნებზე დაკვირვებისა და მილოცვისთვის და განაცხადა, რომ სენატორებთან საუბარი შეეხო იმას თუ როგორ განვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და დემოკრატია საქართველოში.

აღინიშნა, რომ 1 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ არა მარტო საქართველოს, არამედ დემოკრატიისთვისაც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა