ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარულ არჩევნებში, კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
თიანეთში ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ხმების 62,26 % მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი აბაშვილმა კი - 36,64 %.
დუშეთში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ერეკლე ტრიპოლსკიმ ხმების 48,78% მოაგროვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნინო ხუციშვილს მხარი ამომრჩეველთა 36,59 %-მა დაუჭირა მხარი.
ყაზბეგში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს მირიან წიკლაურს 69,91%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გოჩა მალანიას 27,51 % აქვს.
ცესკოს მცხეთის მონაცემები ჯერ დათვლილი არ აქვს.
ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 766 უბნიდან 948 უბნის მონაცემები დათვალა.

















