ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი ბოლო მონაცემებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კახეთის რეგიონის
რვა საარჩევნო ოლქში მონაწილე ორ მსხვილ პოლიტიკურ სუბიექტს - „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატები თანაბრად გადანაწილდა - 4-4-ზე.
საგარეჯოში ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა ხმების 50,14 %, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია ჩალათაშვილმა - 46,26% მიიღო.
გურჯაანში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს მანანა ბერიკაშვილს 54,48%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს - 39,24 % აქვს.
სიღნაღში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი 50,23 %-ით ლიდერობს, ხოლო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა გელაშვილმა 47, 39 % მიიღო.
დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ზაზა კედელაშვილს 52,49 % აქვს, „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების“ კანდიდატს - ალექსანდრე თამაზაშვილს 45,03 %.
ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი გოზალიშვილს 61,38 %, ხოლო „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს ელდარ კურტანიძეს 34,34 %-მა დაუჭირა მხარი.
ყვარელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა ხმების 55,82% მიიღო, მისმა კონკურენტმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებიდან“ დავით ქევხიშვილმა კი, ხმების 40,63 % მოაგროვა.
თელავში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატი გელა სამხარაული 47,55%-ს ფლობს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ დავითაშვილმა ხმების 44,41% მოაგროვა.
ახმეტაში „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატს ზურაბ ზვიადაურს 51,75% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა პეტრე ცისკარიშვილმა ხმების 44,56% მოგროვება შეძლო.

















