ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10.30 საათის მონაცემებით, 3 766 უბნიდან დათვლილა 781-ის მონაცემები.
როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე დათვლილი ხმების შედეგად, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,31%-ით ლიდერობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 40,59% აქვს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას 2,16%, ხოლო ლეიბორისტულ პარტიას 1,31 %
აზარაშვილის თქმით, ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რამდენიმე უბანზე სპეცრაზმის შესვლის შესახებ, აზარაშვილის განმარტებით, ამ უბნებთან მიმართებაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
ამასთან, მისივე თქმით, გრძელდება ხმების დათვლის პროცესი და თუ რაიმე სახის დარღვევას ექნება ადგილი სარჩევნო კომისია იმსჯელებს.

















