ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქის 10-დან 7 მაჟორიტარულ ოლქში მიღებული ხმების უპირატესობით საარჩევნო ბლოკ
„ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ამ ეტაპზე დასათვლელია 3 ოლქის - სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის მონაცემები.
ნაძალადევში - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ხმების 82,94%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მერაბ სამადაშავილმა ხმების 14, 19% მიიღო.
მთაწმინდაზე - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა 67,23 %, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არჩილ გეგენავამ ხმების 31,51% დააგროვა.
ვაკეში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს შალვა შავგულიძეს 70, 27%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი კარბელაშვილს 24, 92 % აქვს.
საბურთალოზე - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ხმების 67,72% დააგროვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანდრია ურუშაძემ 22, 92%.
კრწანისში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს შოთა ხაბარელს 53, 87 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით საყვარელიძეს კი, 43,13 % აქვს.
ისანში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს ალექსანდრე ქანთარიას 63,91% დაუჭირა მხარი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ვაშაძეს 31,93%-მა.
გლდანში - 68, 46 % „ქართული ოცნების“ კანდიდატს სოსო ჯაჭვლიანს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკო ხაჩირაშვილს ხმების 27, 02% აქვს.
თბილისის სხვა უბნის მონაცემები ცესკო-ს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

















