საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებზე კომენტარი მოგვიანებისთვის გადადო.
„მე არ გავაკეთებ კომენტარს არჩევნებზე, გეტყვით მხოლოდ იმას თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა. კომისია აშკარად ეფექტურად მუშაობს. კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“ - განაცხადა დიმიტროვმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ოქტომბერს გამოცხადდება. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემების მიხედედვით, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ - 53, 37%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ 41,61%, აქვს.

















