პლურალიზმის ცენტრების ქსელი დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ პრესკონფერენციას გამართავს და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე დასკვნას წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ პლურალიზმის ცენტრების ქსელიდან აცნობეს, აღნიშნულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყნიდან 80 დამკვირვებელი მუშაობდა.
პლურალიზმის ცენტრების ქსელის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ საკუთარი დამკვირვებლები საქართველოს 7 ქალაქსა და რაიონში მიავლინა და მონიტორინგი 100-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ჩაატარა.
დაკვირვების წინასწარ შედეგებს პლურალიზმის ცენტრების ქსელი დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარადგენს.

















