კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით,
მან საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არჩევნები მოუგო და თბილისში „სადეპუტატო მანდატით“ დაბრუნდა.
როგორც თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გია ჩალათაშვილი საგარეჯოს „ქართული ოცნების“ შტაბში მივიდა და თინა ხიდაშელს და შტაბის წევრებს გამარჯვება პირადად მიულოცა.
ხიდაშელის განცხადებითვე, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად უმრავლეს რაიონში მოიგო მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნები.

















