ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მისი დაკვეთით კომპანია „ედისონ რესერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები გამოაცხადა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 50%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 41%, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კი - 5% მიიღო.
ამავე მონაცემებით, ყველა სხვა პარტიის შედეგები ერთად 4 %-ს შეადგენს.

















