საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით
კენჭისყრაში უპირატესობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მაჟორიტარულ ოლქებში კი, მნიშვნელოვანი უპირატესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არჩევნებში ელექტორატის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა.
„ჯერჯერობით, არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს და კიდევ მინიმუმ რამდენიმე საათი დაგვჭირდება ვიდრე სრული სურათი გამოიკვეთება, მაგრამ უკვე ახლა, ეგზიტპოლების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა „ქათული ოცნების“ კოალიციამ მოიპოვა, ხოლო, რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ როგორც ჩანს, ასევე, მნიშვნელოვანი უპირატესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს - განაცხადა სააკაშილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საარჩევნო სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ პარლამენტში ხმები დაახლოებით შუაზე იყოფა.

















