საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია „ჯი-ეფ-ქეის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს.
ეგზიტპოლის 17:30 საათის შედეგებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ჯი-ეფ-ქეის“ წარმომადგენელმა ისაუბრა.
ეგზიტპოლის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობის“ შედეგია 30%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ 2%, ხოლო სხვა პარტიების - 1%.
ამავე მონაცემებით, ამომრჩეველთა 32%-მა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.
„ჯი-ეფ-ქეიმ“ ეგზიტპოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა. ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები დაახლოებით, ერთ საათში გამოქვეყნდება.

















