თავისუფლების მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თანამოაზრეები ამ წუთებშიც უერთდებიან.
ხალხის რაოდენობა დაახლოებით ორი ათასს აჭარბებს, რის გამოც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი შეფერხებებით გადაადგილდება.
თავისუფლების მოედანზე კოალიციის ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან.

















