ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მისი დაკვეთით „ედისონ რესერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 16:00 საათის მონაცემებით, ეგზიტპოლის თანახმად, „ქართული ოცნების“ შედეგი 51%-ია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 41%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ – 4%.
ამავე მონაცემებით, 1% აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“, სხვა პარტიებს კი - 3 %.

















