საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოში 17:00 საათისთვის
ამომრჩეველთა აქტივობამ 12% შედგინა.
როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, აღნიშნული მაჩვენებელი იორმუღანლოს 12-ვე უბანზეა დაფიქსირებული.
ხიდაშელის თქმით, ეს ის უბნებია, რომელზეც ხელისუფლება 100%-იან აქტიურობას აფიქსირებდა და არჩევნებს აყალბებდა.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ იორმუღანლოს უბნებზე ამომრჩევლის აქტიურობა პროცენტულად ბევრით ვეღარ გაიზრდება.
მისივე განცხადებით, არჩევნების უხეში გაყალბების მოლოდინია. შესაბამისად, ხიდაშელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აფრთხილებს აღნიშნულ უბნებზე სამარშუტო ტაქსებით გაურკვეველი წარმომავლობის და სტატუსის მქონე ადამიანების გაგზავნა შეწყვიტონ.
თინა ხიდაშელი უწყებთაშორის და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, რომ საგარეჯოს საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე უზრუნველყონ.

















