„ლეიბორისტული პარტიის“ პრესსპიკერის ნინო მეტრეველის განცხადებით, ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოში განთავსებულ საარჩევნო უბანზე
„ლეიბორისტული პარტიის“ დამკვირვებლებს არ უშვებენ.
როგორც მეტრეველმა აღნიშნა, უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უპრობლემოდ დაუშვეს.
მისი თქმით, დამკვირვებლების არშეშვების საბაბი გაუგებარი და უსაფუძვლოა - თითქოს მათ წარმომადგენლის მოწმობები არ გააჩნიათ, თუმცა, მისივე თქმით, ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოწესრიგებულია.
„ლეიბორისტებს“ აიძულებენ საკონსულოს ტერიტორია დატოვონ, თუმცა, ისინი ამ დრომდე იქ იმყოფებიან. ეს „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გეგმაა, რათა არჩევნები გააყალბონ და „ლეიბორისტების“ ხმები გადაინაწილონ“ - განაცხადა მეტრეველმა.
„ლეიბორისტული პარტია“ საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართავს, დროულად მიიღონ ზომები და მსგავსი ქმედებები აღკვეთონ.

















