logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„არჩევნის თავისუფლებისთვის“ არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევები რეგიონებშიც დააფიქსირა
„არჩევნის თავისუფლებისთვის“ არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევები რეგიონებშიც დააფიქსირა
18:04 01.10.2012
კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევები რეგიონებშიც დააფიქსირა.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან აცნობეს, ქვემო ქართლში სოფელ ცურტავის #9 და #62 უბნები ერთმანეთის გვერდითაა განთავსებული და ამომრჩეველი ხმას ორივეგან აძლევს.

„არჩევნის თავისუფლების“ წარმომადგენლების თქმით, დმანისში #48 და #2 უბანზე ბეჭედი გაფუჭდა და ამომრჩეველი ხმას ბეჭდის გარეშე აძლევს.

მათივე განცხადებით, გარდაბანში #25 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე საჩივრებს არ იბარებს იმ მოტივით, რომ ბლანკები არ აქვთ, ფურცელზე დაწერილს არ იღებენ და ქსეროქსის აპარატი გაფუჭებულია.

რაც შეეხება გურიას, „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ინფორმაციით, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში უსინათლო ამომრჩეველს ბიულეტენი სხვამ შემოუხაზა, შემდეგ ბიულეტინი გახსნეს და ხმამაღლა წაიკითხეს თუ ვის მისცა ხმა. ფაქტი არავის გაუპროტესტებია.

კოალიციის წარმომადგენლებმა ქუთაისშიც რამდენიმე დაღვევა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, #62 უბანზე ამომრჩეველი წინასწარ შემოხაზული ბიულეტენით მივიდა. #25 უბანზე კი, კოალიცია „ქართული ოცნების“ კომისიის წევრი ტელეფონზე ხმამაღლა საუბრის გამო შენობიდან გააძევეს.

დარღვევები ფიქსირდება ასევე, სამტრედიაში, წყალტუბოსა და ხონში.

„არჩევნის თავისუფლების“ წარმომადგენლების განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ, #4 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში რამდნიმე მოქალაქე შევიდა.

„ქობულეთის #8 საარჩევნო უბანზე მარკირების აპარატი არ მუშაობდა. სამეგრელოში #110 უბანზე ჯარისკაცებმა ხმა მაჟორიტარული წესითაც მისცეს. ახმეტაში, სოფელ დუისის #5 უბანში სოფლის გამგებელი მერაბ ქავთარაშვილი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და აკონტროლებს ვინ რას შემოხაზავს“ - აცხადებენ კოალიციის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ხაშურის #46 უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები და დამკვირვებლები გააძევეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა