კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე 10 თვის ჩვილის დაღუპვასთან დაკავშირებით ყველანაირი
განხილვა და სპეკულაცია უნდა შეწყდეს.
აღნიშნული კომენტარი მან „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გააკეთა.
მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვის შეწყვეტასთან ერთად, მომხდარი ფაქტი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული.
ფანჯიკიძემ „ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე მანანა ბერიკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თავს დღესაც ძალიან ცუდად გრძნობს.
„მანანა მართლაც ძალიან ცუდად იყო გუშინ, მე ის ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. როდესაც პირველდ დარეკა და რამდენიმე ჩვენგანს ელაპარაკა, აბსოლუტურად გამოსული იყო წყობიდან, რადგანც იცნობდა იმ ოჯახს და შეძრწუნებული იყო მომხდარით. წუხელ მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა და დღესაც თავს ძალიან ცუდად გრძობს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ გუშინ საღამოს კოალციიის წევრები ნინელი ჭანკვეტაძე და ქეთი დოლიძე გურჯაანში წავიდნენ და ღამის განმავლობაში მანანა ბერიკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.
მისივე ცნობით, ისინი თბილისში დღეს დილით დაბრუნდენ.
ფანჯიკიძემ აბსურდი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს, მანანა ბერიკაშვილმა კოალიცის ლიდერისგან საყვედური მიიღო.
დეიდასთან სტუმრად მყოფი 10 თვის ჩვილი გუშინ საღამოს სახლიდან მოულოდნელად დაიკარგა, დაახლოებით ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ, იგი სახლის საძინებლის გვერდით მდებარე წყლით ნახევრადსავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. მანანა ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვილის დეიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო და მას წინა დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ახლობლები ემუქრებოდნენ.

















