კოჯრის სამხედრო ნაწილის სპეციალურ საარჩევნო უბანზე სამოქალაქო პირები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ - ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო აზუსტებს კოჯრის სამხედრო ნაწილის სპეციალურ უბანზე არსებულ ვითარებას.
„ვიცით, რომ ის სამოქალაქო პირები, რომლებიც უბანზე შედიან, ხმას არ აძლევენ” - განაცხადა აზარაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ნაწილის სპეცუბნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირები ავტობუსებით მივიდნენ.

















