logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სამართლიანი არჩევნები“ ახალქალაქის #9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერებას ითხოვს
„სამართლიანი არჩევნები“ ახალქალაქის #9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერებას ითხოვს
15:58 01.10.2012
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია  ახალქალაქის #9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

როგორც ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი მთელი რიგი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

მისი თქმით, საარჩევნო უბანზე მარკირება არ ხდება და ქაოსი შეინიშნება.

„ხმის მიცემა პირადობის მოწმობების გარეშე ხდება. კომისიის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ აგიტაციას უწევენ. ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავენ სუბიექტს და ისე აძლევენ მას ამომრჩეველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭისყრის პროცესის შეჩერებას და დარღვევის აღმოფხვრას ვითხოვთ“ - განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია აღნიშნული უბნის ბათილობის საკითხს დააყენებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებით, საარჩევნო უბანზე მყოფ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შესაბამისი ბეიჯები არ აქვთ.

მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოხდეს.

„ჩოხატაურსა და სამტრედიაში დავაფიქსირეთ, რომ მოქალაქეები, რომლებიც სპეციალურ სიებში არიან რეგისტრირებულები, ხმას გადასატანი ყუთებით აძლევენ. ვინც გადასატანი ყუთებით აძლევს ხმას მათი მარკირება არ ხდება, შესაბამისად, არ ვიცით ორჯერ მისცეს ხმა თუ ეს მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა“ - აღნიშნა გიგაურმა.

მისივე თქმით, ბათუმის ოლქის #17 უბანზე 4 მოქალაქემ ხმა ვერ მისცა, რადგანაც მათი ხელმოწერის ადგილზე ხელი უკვე მოწერილი იყო.

გარდა ამისა, გიგაურის თქმით, მარტვილის ოლქის #3 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა