logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
წულუკიანი - „ნაცმოძრაობა“ ნაძალადევში რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ემზადება
წულუკიანი - „ნაცმოძრაობა“ ნაძალადევში რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ემზადება
14:24 01.10.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაძალადევში იმ უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ემზადება, რომლებზეც არჩევნებს აგებს.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის შტაბი და მათი კანდიდატი მერაბ სამადაშვილი საღამოს იმ უბნებზე ეცდება საარჩევნო პროცესი ჩაშალოს, სადაც არჩევნებს აგებს. ასეთი უბნები ცოტა არაა. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, არ დაუშვას მსგავსი რამ, რადგან ჩვენთვის ხმების წართმევის უფლებას არავის მივცემთ“- განაცხადა წულუკიანმა.

მანვე ჟურნალისტებს იმ დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ნაძალადევის საარჩევნო ოლქში დილიდან ჰქონდა ადგილი.

მისივე ინფორმაციით, ნაძალადევში რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. უბნების უმეტესობას არ აქვს საკმარისი ბიულეტენი, 10-მდე უბანზე კი, უკვე გამოყენებული ბეჭდები გამოიყენეს.

წულუკიანის განცხადებით, ადგილი, ასევე, ჰქონდა უბნებიდან ბიულეტენების გატანისა და ე.წ. „კარუსელების“ დატრიალების მცდელობას.

მისივე თქმით, 12.00 საათის მონაცემებით, ნაძალადევში უკვე 32 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

„აქტივობა საკმაოდ მაღალია, რაც ძალიან კარგია. მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიურობენ „ქართული ოცნების“ და ჩემი მხარდამჭერები“ - განაცხადა წულუკიანმა.

ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქი თბილისში მოსახლეობის სიდიდით მესამეა. ნაძალადევში ცესკო-ს მონაცემებით, 140 500 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა