საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხმა საბურთალოს 44-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც პრემიერმა კენჭისყრაში მონაწილოების შემდეგ განაცხადა, ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, განვითარებას და ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მისცა.
„დღევანდელი დღე დამოუკიდებლობისა და განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები საარჩევნო უბნებზე დილიდან გამოცხადდნენ. არჩევანი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ასევე, დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ უკვე გააკეთეს.

















