ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არ ჩაერიოს საარჩევნო პროცესში და ხმის მიცემის პროცესი არ შეაფერხოს.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მარნეულის მე-80-ე უბანზე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კომისიის საქმიანობაში ჩაერია, რამაც კომისიის მუშაობა შეაფერხა.
აზარაშვილმა არ დააკონკრეტა რომელ პოლიტიკურ სუბიექტზე იყო საუბარი.

















