საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე, 12.00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 25.5%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა
აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მთლიანობაში სერიოზული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ცესკო-ში შესული ყველა ინფორმაცია მოწმდება და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ცესკო-ს მონაცემებით,ელექტორატის საერთო რაოდენობა 3 613 851-ია. დილის საათებში რამდენიმე საარჩევნო უბანზე რიგები დაფიქსირდა.

















