პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ბურჯანაძემ ხმა #2 საარჩევნო უბანზე მისცა და საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნებზე მისვლისა და მონაწილეობისკენ მოუწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალი სამოქალაქო აქტივობა იმის გარანტი იქნება, რომ ხელისუფლებას გაყალბება ძალიან გაუჭირდება.
მისი თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს რეალური ცვლილებების და განვითრების შესაძლებლობა გაუჩნდეს.
ბურჯანაძე საქართველოში ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გარემო არასამართლიანი იყო.
„ეს არ იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო გარემო და ყველა შემთხვევაში, ეს არჩევნებს ძალიან სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა თითოეულ მოქალაქეს რეალური ცვლილებები უსურვა.

















