კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ბეიჯების არ ქონის გამო, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელთა
ნაწილს საარჩევნო უბნებზე არ უშვებენ.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ ქოლ-ცენტრიდან შევიდა.
მისი თქმით, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში #78-ე და #79-ე უბნებზე ამის გამო არ შეუშვეს „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები, საერთო ჯამში, მონიტორინგს ვერ ახორციელებს 9 დამკვირვებელი.
„მიზეზად უთხრეს, რომ შესაბამი ბეიჯები არ ჰქონდათ, მაგრამ ეს ადამიანები დარეგისტრიებული არიან უბნებზე და მათი მონაცემები იქ არსებობს. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უბნის ხელმძღვანელს შეშვება მოსთხოვეს, ის გაღიზიანდა და დამკვირვებლები პერიმეტრიდან გააძევა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ბეიჯების არ არსებობის გამო, ანალოგიური პრობლემა შეექმნათ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს გლდანში #52-ე საარჩევნო უბანზე.
პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული პრობლემა იმის გამო შეიქმნა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად ვერ მოახერხა ბეიჯების დაბეჭდვა. არსებული ინფორმაციით, ბეიჯების გარეშე დარჩა „ქართული ოცნების“ ოცი დამკვირვებელი.

















