არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, მოცემულ
ეტაპზე, საქართველოში საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
თუმცა, მისი თქმით, დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები, მაგალითად, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეუშვეს.
როგორც მან განმარტა, ყველაზე ხმაურიანი იყო მარტვილის #65 ოლქის მესამე უბანზე გადასატანი ყუთის გატაცების ფაქტი. ამასთან, რამდენიმე ადგილზე მარკირების აპარატი არ მუშაობდა. ამ დროისთვის, სულ 17 საჩივარია დაწერილი.
„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ არჩევნების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს 73 ოლქში 1 200 დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს.
ამასთან, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლასაც აწარმოებს.

















