საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა არჩევანი უკვე გააკეთა. დავით ბაქრაძე მთაწმინდის
#27 უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
როგორც ბაქრაძემ კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებს არაერთი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება, შესაბამისად, სერიოზული დარღვევები და ინციდენტები გამორიცხულია.
„დღეს გაძლიერებულ და განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს ცესკო, ადგილზე მყოფი საარჩევნო კოსიის წევრებიც, უწყებათაშორისი ჯგუფიც, ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილია ჯგუფი, რომელიც ყველანაირ პრობლემაზე რეაგირებას მოახდენს. ამიტომ, ნებისმიერი პრობლემა უსწრაფესად იქნება გამოსწორებული. იმედი მაქვს, რომ დღევანდელ არჩევნებზე არ იქნებიან ადამიანები, მათ შორის, არც მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პრობლემების შექმნას ხელოვნურად შეეცდებიან“-აღნიშნა ბაქრაძემ.

















