აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარაში სულ 351 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან 108 ბათუმშია განთავსებული.
რაც შეეხება სპეცუბნებს, ბათუმში 4 სპეცუბანი გაიხსნა - ერთი საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოში; მეორე საპყრობილეში, სადაც ხმებს პატიმრები და ციხის თანაშრომლები მისცემენ და სპეცუბანია გახსნილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის და ჯარისკაცებისთვის.
როგორც „ნიუსპრესის“ აჭარის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, ბათუმის #105 სპეცუბანზე წილისყრა 7:00 საათზე ისე ჩატარდა, რომ მას არც პოლიტიკური პარტიებისა და არც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ დასწრებიან. აღნიშნულ უბანზე პარტიების წევრები და სამკვირვებლები მას შემდეგ შეუშვეს, რაც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ რეგიონალური წარმომადგენელი ცესკოს და უსკოს დაუკავშირდა.

















