ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი იმედოვნებს, რომ ხმის მიცემის უფლებას საქართველოს ყველა მოქალაქე გამოიყენებს.
როგორც ბასი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა.
ჯონ ბასი ასევე, იმედოვნებს, რომ საკუთარი მომავლის არჩევაში მონაწილეობას ყველა მიიღებს.
„ვიმედოვნებ, რომ შემდგომი ნაბიჯების დროს, არჩევნების შედეგებისა და ახალ პარლამენტში მანდატების გადანაწილებისას ტოლერანტობა და სხვების პატივისცემა ეხსომებათ“ - აცხადებს ყოფილი ელჩი.
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

















