ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
„საარჩევნო უბნები გახსნილია და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საარჩევნო კომისია ყოველ ორ საათში ერთხელ გამართავს ბრიფინგს და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა, გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას“ - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზიც.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და ის 20:00 საათზე დასრულდება.

















