პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, წინა მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი #19 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
აკაკი მინაშვილი აღნიშნულ უბანზე პირველი ამომრჩევლი იყო და კენჭისყრაში მონაწილეობა 08:15 საათზე მიიღო.
როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა გაერთიანებულ საქართველოს მისცა.
„ხმა მივეცი გაერთიანებულ საქართველოს, რათა ქვეყანაში აღარ იყოს უმუშევრობის პრობლემა, იყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ყველა ადამიანს კეთილდღეობა ჰქონდეს“-განაცხადა მინაშვილმა.
მინაშვილს არჩევნებში სახელმწიფოს გამარჯვების მოლოდინი აქვს და ასევე აღნიშნავს, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდად ჩაივლის.
„არჩევანი დავაფიქსირე იმის სასარგებლოდ, რომ ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდეს და არ იყოს რუსეთის გავლენის ქვეშ. ყველა ადამიანს შესაძლებლობა ექნება წარსულში არ დაბრუნდეს“-აღნიშნა მინაშვილმა.
სწორედ მე-19-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

















